დიზაინერი თამუნა ინგოროყვა ახალი კოლექციისთვის ემზადება, როგორც თავად დიზაინერმა განაცხადა, ახალი კოლექციის პრეს-ჩვენება 4 ნოემბერს გაიმართება.
ინგოროყვამ აღნიშნა ისიც, რომ ახალი კოლექცია მრავალფეროვანი იქნება და ის, როგორც ყოველთვის, გათვლილია ყველა გემოვნების ადამიანზე.
შემოდგომა- ზამთრის კოლექციის სამოსზე გამოყენებულია, როგორც ტყავის, ასევე შალის ქსოვილები, ასევე მსურველს საშუალება მიეცემა შეიძინოს მაღალწელიანი შარვლები და ზოგადად თავისუფალი სტილის სამოსი. კოლექციაში შეხვდებით ხელით შესრულებულ ნახატებსაც, რომელიც, დიზაინერის თქმით, პირველად სცადა.
ინგოროყვა ქალბატონებს ყოველთვის ურჩევს იყვნენ ინდივიდუალურები: ”ქალბატონებს თითქმის ყოველ წელს ვურჩევ თავიანთ შერჩეულ სამოსში იყვნენ თავდაჯერებულები და ყოველთვის ლამაზები იქნებიან,”- აღნიშნა დიზაინერმა.