თამუნა მუსერიძისა და სანდრო მიკუჩაძის სიყვარული, როგორც ჩანს, ქორწილით დაგვირგვიდება. ცნობილი წყვილი უკვე დანიშნულია. ამის შესახებ მათ „ფეისბუქის“ გვერდიდან გვაცნობეს. ბეჭდები უკვე უკეთიათ, თუმცა როგორც სანდრომ გვითხრა, ერთი თვის წინ იყიდეს და აქამდე საიდუმლოდ ინახავდნენ…
სანდრო მიკუჩაძე:
ექსპრომტად ვიყიდეთ ბეჭდები ერთი თვის წინ. ჩვენთან ერთ-ერთი ჟურნალის ჟურნალისტი იყო მოსული და მას ვუთხარით, რომ დანიშნულები ვართ, შემდეგ კი „ფეისბუქზეც“ დავწერეთ და ყველამ გაიგო. აქამდე საიდუმლოდ ვინახავდით. გავიარ-გამოვიარეთ, ბეჭდები ვიყიდეთ და სულ ეს იყო (იღიმის).
ქორწილს როდის გეგმავთ?
ჯერჯერობით არაფერი გვაქვს დანიშნული. როგორც ნიშნობა იყო, ალბათ ისე დავგეგმავთ ქორწილსაც, მოკრძალებულად (იღიმის).
ბედნიერებას გისურვებთ…
დიდი მადლობა!..
ნინო მურღულია
