LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მუსერიძე: „თავად ჩემმა მშობლებმაც არ იციან რომ ჩემი მშობლები არიან, სანამ მათ პირადად არ ვნახავ, ვერ დავწერ დეტალებს“

732
თამუნა მუსერიძე

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ჟურნალისტმა, პროექტის „ვეძებ“ ავტორმა, თამუნა მუსერიძემ რვაწლიანი ძებნის შემდეგ, საკუთარი ბიოლოგიური მშობელი იპოვა.

თამუნა მუსერიძე მორიგ მიმართვაში განმარტავს, რომ გარკვეულ დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, ვინაიდან მისივე თქმით, მისმა მშობლებმა არ იციან აღნიშნული ინფორმაცია.

„მესმის და ვითვალისწინებ პასუხისმგებლობას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყვნენ ჩემი მშობლის ძიების პროცესში და ყველანაირად მეხმარებოდნენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ თავად ჩემმა მშობლებმაც არ იციან რომ ჩემი მშობლები არიან, ვერ დავწერ სხვა დეტალებს, სანამ მათ პირადად არ ვნახავ.

რამდენიმე დღეში ვნახავ პირადად და შემდგომ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით…

„8 წლიანი ძიება დასრულებულია“ – თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობელი იპოვა/რა ვიდეოს ავრცელებს ტელეჟურნალისტი

საიდან ვიცი, რომ ჩემი მშობლები ჩემი მშობლები არიან, თუ მათ არ იციან? გენეტიკური ტესტის წყალობით დადასტურდა რომ ისინი ნამდვილად ჩემი მშობლები არიან, ეს ტესტი გაიკეთა ჩემმა ნათესავმა და შემდგომ უკვე ყველაფერი გაირკვა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g