LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა ქორქია: „ჩემს თავზე გამოვცადე, როცა ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და ძალიან ვიცვლებოდი, სადღაც შევსულვარ და იწყებოდა ჩურჩული, ვაიმე, რა ცუდად გამოიყურება, რა შეშუპებულია…“

896
tamunaqorqia

ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი გოგონა, მოდელი თამუნა ქორქია „პრაიმშოუს“ სტუმრობდა და უპასუხა დასმულ კითხვას, როგორია მისთვის სილამაზის სტანდარტი. მან ასევე ისაუბრა იმის შესახებაც, როგორი რთულია, როდესაც ლამაზ ქალს გარეგნობაზე პრობლემა ექმნება… წლების წინ თამუნა მძიმე დაავადებას ებრძოდა და ეს მის გარეგნობაზეც აისახა… სწორედ ერთ-ერთ ასეთ ეპიზოდს იხსენებს შოუში საუბრისას.

თამუნა ქორქია:

„ძალიან ხშირად მესმის ხოლმე, კი ლამაზია, მაგრამ… და ეს მაგრამ არასდროს მთავრდება. ძირითადად, ეს მესმის უფრო მეტად ქალებისგან. როცა მიჩვეულები არიან, რომ კარგად გამოიყურები, ჩემს თავზე გამოვცადე, როცა ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და ძალიან ვიცვლებოდი, სადღაც შევსულვარ და იწყებოდა ჩურჩული, ვაიმე, რა ცუდად გამოიყურება, რა შეშუპებულია… ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ ამას ვერ გაექცევი, ისევე, როგორც სიბერეს… მთავარია ლამაზად დაბერება. ცოტა კი მეშინია სიბერის…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები