დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი თეა წულუკიანის დაინფიცირების ამბავს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თუმცა აქვე თანაგრძნობას ვუცხადებ კოვიდს“, – წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილება მმართველ გუნდში უკვე მიღებულია.
