საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, სიღნაღში 4 ვარსკვლავიანი, სასტუმრო აშენდება.
არსებული ინფორმაციით, 130 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება: სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი. აღნიშნული პროექტი 50,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართი 14,000 კვ.მ-ია.
ამჟამად, სასტუმრო მშენებლობის აქტიურ ფაზაშია და 2020 წლიდან დამსვენებლების გამასპინძლებას შეძლებს. დღეის მდგომარეობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 21 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, 2016 წლის ოქტომბერში საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შეიქმნა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მიზანია სტრატეგიული მნიშნელობის ტურისტული პროექტების მხარდაჭერა, ტურისტების მოზიდვა და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.