LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თანამდებობებს არასდროს გამოვკიდებივარ” – გაუქმდება თუ არა მმართველ პარტიაში კახა კალაძის პოსტი

119
kala

ხვალ ,”ქართული ოცნების” ყრილობა გაიმართება, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამასთან დაკავშირებით, ქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა  ”დღის NEWSROOM”-ში ისაუბრა.

”ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, განსხვავებულ ფორმატში გვიწევს ყრილობის ჩატარება. ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი იქნება წარმოდგენილი”. – განაცხადა, კალაძემ.

მან, ასევე, “გახარიასა და კალაძეს შორის  ე.წ. კლანურ დაპირირსპირებასთან” დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციის სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ჭორები მიზანმიმართულად ვრცელდება.

”2011-2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ამ ტიპის ჭორები ყოველთვის იყო. კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, პოლიტიკურ პარტიებზე. ეს სამწუხაროდ ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია. თუ რაიმე ცვლილებები იქნება მოსალოდნელი, ყველაფერი ცნობილი იქნება მედიის მეშვეობით”.

რაც შეეხება, პარტიაში გენერალური მდივნის პოსტის გაუქმებას, მან ფაქტი არ უარყო. თუმცა, განმარტა რომ ხვალინდელ ყრილობაზე გახდება დეტალები ცნობილი.

”მე თანამდებობებს არასდროს გამოვკიდებივარ. სადაც ვარ და როგორც ვარ, ყოველთვის ჩემ ქვეყანას და ხალხს ვემსახურები”. – განაცხადა, კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ”ქართული ოცნების ყრილობა, 16 იანვარს 15:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g