ამალ კლუნი კოლუმბიის უნივერსიტეტთან გამოჩნდა, სადაც ცნობილმა ადვოკატმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. კლუნიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საოფისე სტილს გემოვნებით უხამებს თანამედროვე ხედვას. ის ლექციაზე ლეგენდარული იტალიური ბრენდის „დოლჩე და გაბანას“ ყვავილებით დაპრინტული ქვედაბოლოთი გამოჩნდა. ქვედაბოლო ამალ კლუნის მოკლემკლავიან როლინგთან ჰქონდა შეხამებული.
ჯორჯ კლუნის მეუღლემ ანსამბლს ნეიტრალური აქსესუარები შეუხამა და აქცენტი მზის სათვალეებსა და შავ ჩანთაზე გააკეთა.