LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამშრომელთა ნაწილის დისტანციური მუშაობა – პირველმა არხმა კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ზომები მიიღო

764
IMG-9442-e1486735647235

პირველმა არხმა კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ზომები მიიღო. აღნიშნული ცვლილებების შესახებ არხმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია პირველი არხის ვალდებულება, „უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ“. ამიტომ, საქართველოს პირველმა არხმა მიიღო თანამშრომელთა ნაწილის დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანის გადაწყვეტილება. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობიდან დროებით გათავისუფლებული არიან ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონე თანამშრომლები და სხვა რისკჯგუფში შემავალი პირები.

გარდა ამისა, საქართველოს პირველი არხი დროებით ზღუდავს იმ გადაცემების ჩაწერას, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები/მოზარდები, მოწვეული სტუმრები და დიდი აუდიტორია.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, განისაზღვრა ახალი საპროგრამო პოლიტიკა. შესაბამისად, საეთერო ბადეში მოხდა ცვლილებები. 11 მარტიდან მაყურებელს საჭირო ინფორმაციას, კვალიფიციურ და გადამოწმებულ რჩევებს „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ სპეციალური პროგრამით მიაწვდის. გადაცემა ყოველდღე, 20:00 საათზე გავა ეთერში.

საქართველოს პირველი არხი ითვალისწინებს ევროპის მედიაგაიდლაინებს, უერთდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაცემულ რეკომენდაციებს და საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიჩინონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და დაიცვან შესაბამისი წესები,”-ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g