9 წლის წინ „ტაქსის“ მეოთხე ნაწილის პრემიერა გაიმართა. მაშინ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ამ ისტორიას გაგრძელება მოჰყვებოდა. დღეს ცნობილი ხდება, რომ „ტაქსი 5“-ის პრემიერა 2018 წლის 31 იანვარს შედგება.
ფილმს რეჟისორი ფრანკ გასტამბიდი გადაიღებს. სცენარი მკაცრად გასაიდუმლოებულია. ექსპერტების ვარაუდით, ახალი ფილმი მისი წინამორბედებისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება, თუმცა დაუბრუნდებიან თუ არა ფილმს მთავარი როლის შემსრულებლები – სამი ნასერი, ფრედერიკ დიფენტალი და ბერნარ ფარსი, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ „ტაქსი“, რომელიც კომედიის, სათავგადასავლო, დეტექტივისა და საბრძოლო ჟანრის ელემენტებს შეიცავს, საფრანგეთში კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული პროექტი გახდა.