LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმა ავტობუსის ზოლში შეეძლებათ

152
FORTUNA.GE (7)

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თბილისში A კატეგორიის, ე.წ. თეთრი ტაქსებით მგზავრების აყვანა-ჩამოსმის წესის ცვლილების შესახებ ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში გადასვლა და მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მოძრაობის შეფერხების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ცვლილებაზე საგზაო მოძრაობის წესებში, რომლის მიხედვით A კატეგორიის ტაქსის მძღოლს ავტობუსის ზოლში გადასვლის, იქიდან მგზავრის აყვანისა და ჩამოსმის უფლება მიეცემა. ეს არ ნიშნავს ავტობუსის ზოლში გადაადგილებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მძღოლს ექნება მხოლოდ შესაძლებლობა, მგზავრი ჩამოსვას და აიყვანოს ავტობუსის ზოლში. დღეს რა ვითარება გვაქვს – ტაქსი აჩერებს, არ გადადის ავტობუსის ზოლში და ეს იწვევს გარკვეულ შეფერხებას და დისკომფორტს სხვა ავტომანქანებისთვის. შესაბამისად, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ექნებათ ამის შესაძლებლობა. ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2023 წლის 1-ლი აპრილიდან, თუმცა დამატებით ინფორმაციას კიდევ მოგაწოდებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები