LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდება წარედგინა – „მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე“

555
პროკურატურა

„საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა“, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შსს – გორში, ტაქსის მძღოლმა შშმ მოზარდზე სექსუალურად იძალადა – ბრალდებული დაკავებულია

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 იანვარს, გორში, ბრალდებულმა მისი კუთვნილი ავტომანქანით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა დაზარალებული. სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

„დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის და არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g