LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის ტარიფები პანდემიამდელ ნიშნულს აღარ დაუბრუნდება

598
shutterstock-182692574

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, ტაქსის ტარიფები მცირედით შემცირდეს. ტაქსის კომპანია “200-200”-ის დამფუძნებელი ნიკა ხოფერია ამბობს, რომ ამჟამად, ტაქსის ფასები 15-20%-ით არის გაზრდილი. მის კომენტარს BM.GE ავრცელებს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ შესაძლოა, ტაქსის ტარიფები მცირედით შემცირდეს, ეს ბაზრის ჩვეულებრივი მოვლენაა. როცა არის პროდუქტი დეფიციტში, მისი ფასი იზრდება, ეს ყველა პროდუქტზე ასეა და ტაქსი ცალკე პროდუქტად არ უნდა განვიხილოთ. ახლაც ტაქსიზე მოთხოვნა მაღალია და არის დეფიციტური, შესაბამისად, ფასი მასზე მაღალია”-აცხადებს ნიკა ხოფერია, თუმცა იქვე დასძენს, რომ ტაქსის ტარიფები პანდემიამდელ ნიშნულს აღარ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრიდან აღდგება. ეპიდვითარების გართულების გამო, ის 14 აგვისტოდან იყო გაჩერებული.

„საბურავის ფასი გაიზარდა, გაძვირებულია ხუნდები, საწვავი“- ტაქსის კომპანიები ტარიფის გაზრდის მიზეზს განმარტავენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g