ბანგკოკელმა ტაქსისტმა მგზავრს მანქანაში დარჩენილი 20 ათასი დოლარი დაუბრუნა. ტურისტს ფულითა და საბუთებით სავსე ჩანთა დარჩა, თავად კი ისეთ ადგილზე ჩავიდა, რომ მძღოლმა ვერ გაიგო, თუ სად იყო მისი სასტუმრო. ტაქსისტი დაუკავშირდა აეროპორტსა და სხვადასხვა ორგანიზაციებს, რათა მგზავრის ადგილსამყოფელი დაედგინა და ფული იმ დღესვე უკან დაუბრუნა.