LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თარგმანზე არ ვიდავებდი“ – რა წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ნიკა სიმონიშვილის განმარტება

349
Untitled design (98)

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში განმარტავს.

მისი თქმით, თარგმანზე ბევრად მნიშვნელოვანი, დოკუმენტის პირველი პუნქტია:

„სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე რა გადაწყვეტილება მიიღო, შევეცდები, მარტივად ავხსნა:

სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა, მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა: რატი ბრეგაძე

1. პირიველი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დაავალა სასამართლოს ინფორმირება სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მხარეებისგან სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას გადაყვანაზე ან უარზე. ამდენად, სასამართლომ ამ ეტაპისთვის ინფორმაციის მიწოდების დავალების ღონისძიება გამოიყენა.

2. მართალია, ეს ის არაა, რაც სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს, თუმცა არ ნიშნავს, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, რადგან სასმართლო დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ მიიღებს ამ საკითხზე საბოლოოდ გადაწყვეტილებას. ამდენად, ვერ მესმის იუსტიციის მინისტრის სიხარული, რადგან ეს წერილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარად არ შეგვიძლია განვიხილოთ, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.

3. სასამართლომ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პატიმრის უფლებებიდან უნდა გამოვიდეს და ისე უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, ხოლო პოლიტიკურ კეკლუცობას უნდა მოეშვას, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა უმთავრესი. ამ ღონისძიებით, სასამართლომ ეს პროცესი მოაქცია იმ ჩარჩოებში, საიდანაც მთავრობა დიდი ხანია გავიდა. მორიგი დასტური, რატომ გვჭირდება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და არა ის, რაც გვაქვს.

4. და ბოლოს, რა უთხრა სააკაშვილს სასამართლომ. იმ ტერმინს, რომელიც სასამართლომ გამოიყენა (urge), გინდ მოწოდება დავარქვათ (დაჟინებით თუ დაუჟინებლად), თუნდაც მოთხოვნა თუ ასე შემდეგ, შეგვიძლია ლექსიკონებში ქექვასაც თავი დავანებოთ, ფაქტი ერთია, სამართლებრივი კონტექსტია მნიშვნელოვანი, სასამართლო ინდივიდს ასეთ დავალებას ვერ მისცემს და პოლიტიკურ აქტში ვერც და არც ჩაერევა.

მე თქვენ ადგილას თარგმანზე არ ვიდავებდი, ბევრად მნიშვნელოვანი პირველი ნაწილია“. – წერს ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

magti 5g