LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტარიელ ხარხელაური: „მე ჯერ კაცობას ვსწავლობდი, სანამ სიყვარულს ვისწავლიდი“

245
Untitled design (1)

„სიყვარულის გარეშე დედამიწაზე მყარად არ დგახარ, ვერც ენერგიას იღებ, ვერც საზრდოს“, – პოეტი ტარიელ ხარხელაური „ღამის პრაიმ-თაიმში“ სიყვარულის მნიშვნელობაზე და მეუღლის მიმართ საკუთარ სიყვარულზე საუბრობს.

პოეტი ამბობს, რომ „სანამ სიყვარულს ისწავლიდა, ჯერ კაცობას სწავლობდა“. ტარიელ ხარხელაური ასევე აღნიშნავს, რომ, რომ არა მისი მეუღლე, ამ ცხოვრების ქაოსს ვერ გაუძლებდა:

„ყოველთვის გავურბოდი დროებით სიყვარულს, 12 წელი ცხვარში გავატარე – მწყემსად ვიყავი. მე კაცობას ვსწავლობდი ჯერ, სანამ სიყვარულს ვისწავლიდი, ჯერ კაცობა უნდა ისწავლო, ჯერ ღირსების მატარებელი პიროვნება უნდა იყო, რომ სიყვარულის ტარება შეძლო. არ შეიძლება სიყვარული ასე იოლად ატარო, ის იოლი სატარებელი არ არის, ძალიან რთული და საპასუხისმგებლო.

მე ვარ 77 წლის კაცი, ისევე მიყვარს, როგორც, ვთქვათ, 40-45 წლის წინ მიყვარდა, როდესაც ჩემი მეუღლე გავიცანი, ისევე გაგრძელდა, იმიტომ, რომ ეს შენ გჭირდება, გჭირდება, რომ მყარად იდგე დედამიწაზე, სიყვარულის გარეშე დედამიწაზე მყარად არ დგახარ, ვერც ენერგიას იღებ, ვერც საზრდოს..

ჩემი მეუღლე უნივერსიტეტში სწავლის დროს გავიცანი, მაშინ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, ესეც, ალბათ, უფლის ნება იყო, თორემ, რომ არა ჩემი მეუღლე, გამიჭირდებოდა ამ წუთისოფელში ტრიალის მხრივ და მე ამ ქაოსს ვერ გავუძლებდი.

ხელის თხოვნა არ ყოფილა, იმიტომ, რომ ჩვენ იმდენად გვიყვარდა ერთმანეთი, იმდენად ვუყვარდი ჩემს მეუღლეს და ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ ხელის თხოვნა არაფერს აღარ შეცვლიდა.

რაღაც ტრადიციაშიც იყო, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად… სიყვარული ურთიერთობით უნდა გამოიხატოს, სიყვარულის ახსნა თუ შეგიძლია, ეს სიყვარული არაა.

მე არ ვარ ისეთი მოსაუბრე, რომ ასეთი რაღაცები ვუთხრა – მიყვარხარ, არა, ეს შენს ქცევაში, შენს დამოკიდებულებაში უნდა იყოს, სიყვარული შენს ცხოვრების წესში უნდა იჯდეს.

მინდა, სიყვარულისთვის მზად იყოთ, სიყვარულისთვის უნდა ემზადოთ, სანამ ამას ვინმეს გაუმხელთ“, – ამბობს ტარიელ ხარხელაური.

ვიდეო: “ჩემმა მეუღლემ ყველაფერი გაიღო ჯანმრთელობის ჩათვლით, რომ დავრჩენილიყავი ისე, როგორც შემოვედი ქართულ მწერლობაში” – ტარიელ ხარხელაური

ვიდეო: “ჩემზე თქვენს, მაინც ვერაფერს მიაღწევსო და პროფესიულ სასწავლებელში წამიყვანეს” – ტარიელ ხარხელაური

სალომე ზურაბიშვილმა ტარიელ ხარხელაურს ბრწყინვალების ორდენი მიანიჭა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g