LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტარიელ ხარხელაური: „შვილის გარდაცვალების შემდეგ მე არ დამისვამს ღემრთისთვის კითხვა: „რისთვის“?

827
tarielxerxelauri201216

ცნობილ ქართველ პოეტს, ტარიელ ხარხელაურს 75 წელი შეუსრულდა. მან თავისი ცხოვრების გზას ჟურნალ „სარკესთან“ ერთად გადაავლო თვალი და გაიხსენა მძიმე პერიოდი, როდესაც მეუღლის მხარდაჭერა მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა.

„მე არ დამისვამს ღმერთისთვის კითხვა: „რისთვის?“. ჩემი თავი გადავამოწმე და ჩავუღრმავდი, იქნებ, მე დავუშვი სადმე შეცდომა. ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვე და წინაპრებს გადავწვდი. პაპების თაობაზე პასუხისმგებელი ვერ გავხდი, რადგან შორეული წარსულის ბევრი არაფერი ვიცი…

ჩემი ვაჟი ყოველთვის ჩემს გულშია და ჩემს ხვიშიადსაც მხოლოდ ლექსებს ვუზიარებ…

ჩემმა მეუღლემ მაშინვე გაიგო, რომ ჩემთვის უმჯობესი იყო ცხვარში წასვლა, რომ მე ეს გადამარჩენდა, ამიტომ მაჩუქა ეს 12 წელი და თავად მოიკლო. მან თავისი გლოვაც არ დამანახა, ჩემთან ცრემლი არ გადმოუგდია, გულში იწურავდა, მე არ მაჩვენებდა. ღმერთს ვეხვეწები, შემაძლებინოს მისი ამაგის გადახდა. თუ საქმით ვერ მოვახერხებ, ჩემი შემოქმედებით მაინც. იმ ქვეყანაშიც ვალით წავალ და მასზე ლოცვას გავაგრძელებ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g