LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტაში ბიჭო, გი­ორ­გუ­ნა, არ გა­გექ­ცეს ეგ გო­გუ­ნაო – ბა­ბუ­ამ ცეკვისას შე­მომ­ძა­ხა და ეს ლექ­სი ასე და­ი­წე­რა, 34 წლის წინ“ – ლექსის მთავარი გმირი გიორგუნა სხირტლაძე იხსენებს ცნობილი სიმღერის დაბადების ისტორიას

277
BeFunky-collage (10)

გი­ორ­გუ­ნა სხირტლა­ძე თა­ვის კუ­თხე­ზე, რა­ჭა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა კა­ცია, რომელიც ამ­ბრო­ლა­უ­რის სერ­ვის ცენ­ტრში მუ­შა­ობს და სა­ხალ­ხო რა­ი­ო­ნუ­ლი ან­სამ­ბლის „სა­გა­ლო­ბე­ლი“ მომ­ღე­რა­ლია.

ის ცნო­ბი­ლი რა­ჭუ­ლი სიმ­ღე­რის „ტაში ბიჭო, გი­ორ­გუ­ნა“ მთა­ვა­რი გმი­რია.

34 წლის წინ ეს ლექ­სი მას გიგა ბა­ბუ­ამ და­უ­წე­რა, რო­მე­ლიც შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლამ აი­ტა­ცა.

„ერთ სა­ღა­მოს ყვე­ლა­ნი სახ­ლში ვი­ყა­ვით შეკ­რე­ბი­ლი, უფ­რო­სე­ბი ვახ­შმობ­დნენ. მა­შინ 3 წლის ვი­ყა­ვი, ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი – ქრის­ტი­ნა კო­ბა­ხი­ძე 6-ის. რა­ღაც ბა­ბუ­ამ წა­იმ­ღე­რა, დოლს შე­მოჰ­კრეს და ბავ­შვებ­მა წა­ვი­ცეკ­ვეთ. რად­გან ქრის­ტი­ნა ჩემ­ზე უფ­რო­სია, ჩემ­ზე გა­მარ­თუ­ლად ცეკ­ვავ­და. მე კარ­გად ვერ მივ­დევ­დი და ბა­ბუ­ამ შე­მომ­ძა­ხა – „ტაში ბიჭო, გი­ორ­გუ­ნა, არ გა­გექ­ცეს ეგ გო­გუ­ნა„ და ეს ლექ­სი ასე და­ი­წე­რა. მერე და­თუ­ნი­კამ სხირტლაძემ ამ ლექ­სის 2 კუპ­ლე­ტი რა­ჭულ ცეკ­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნა. ისე 45-კუპ­ლე­ტი­ა­ნი ლექ­სია.

თა­ვი­დან რა­ჭულ ცეკ­ვას­თან ერ­თად რომ და­იდ­გა, ეს ლექ­სიც ხალ­ხუ­რი ეგო­ნათ. ბა­ბუ­ამ არც მა­გა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, პი­რი­ქით, გა­უ­ხარ­და. მერე მო­ი­ძი­ეს, გა­არ­კვი­ეს და და­ად­გი­ნეს, რომ ლექსში ნახ­სე­ნე­ბი გი­ორ­გუ­ნა, მე ვარ, რომ ბა­ბუ­ამ ლექ­სი შვი­ლიშ­ვილს და­უ­წე­რა“, – ამბობს გიორგუნა სხირტლაძე. მის ინტერვიუს „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g