Uzbekistan Airways საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. უზბეკური ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 30 მარტიდან განაახლებს. „ავიანიუსის“ ინფორმაციით, ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.
შეგახსენებთ, Uzbekistan Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2019 წლის ივლისში შემოვიდა და ზაფხულის სეზონზე რეისებს კვირაში ორი სიხშირით ასრულებდა.