მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდი TasteAtlas-ი სოციალურ ქსელში, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, გამომწერებს საქართველოში სტუმრობასა და გასტრონომიული თავგადასავლისთვის ბათუმის მონახულებას ურჩევს.

TasteAtlas-ი ფეისბუკ პოსტს ბმულსაც ურთავს, რომელზეც ინტერნეტ მომხმარებლები ზღვისპირა ქალაქში კვების პოპულარული ობიექტებისა და ტრადიციული ქართული და მათ შორის აჭარული კერძების შესახებ მოიპოვებენ ინფორმაციას.