LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათა ვარდანაშვილი: „საკუთარ თავს ვადანაშაულებდი,  შვიდი დღის ბავშვით დავრჩი მარტო… ძნელია, ჩაგეხუტოს, გადაგკოცნოს, სახლიდან გავიდეს და ეს გასვლა სამუდამო წასვლა აღმოჩნდეს…“

595
444

მხატვარმა და დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა ქართულ მოდას თავისი კვალი დააჩნია, თავისი სათქმელი თქვა. მერე იყო ურთულესი პერიოდი. წარმატებების მწვერვალზე მყოფს ცხოვრებამ არაერთი გამოცდა მოუწყო – დაკარგა ბიზნესი, გამოსცადა ღალატი და უსამართლობა, მაგრამ არ გატყდა. დღესაც, ისევე როგორც წლების წინ, ისევ ქმნის და საკუთარ ცოდნას სხვებს გადასცემს.

„მონაზვნად აღკვეცას უფრო ჰგავდა სახელისა და გვარის შეცვლა, რადგან შინაური ადამიანებისგან მივიღე ტკივილი, დარტყმა, რომლისგანაც თავს ვერ ვითავისუფლებდი. გვარი გავაპროტესტე და დედის გვარზე გადავედი. ახალი ცხოვრების დაწყება დედის გვარით მინდოდა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა…“, აღნიშნავს დიზაინერი.

თათამ „სარკესთან“ თავის ცხოვრებაზე ისაუბრა, სილამაზის იმ ფორმულაზე, რომლისაც  სჯერა,  სიყვარულზე, მშობლებზე, ადამიანებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მასზე და მოტივაციაზე, რომელიც წინსვლისკენ უბიძგებს.

დიზაინერი ამბობს, რომ მეუღლესთან, დავით მაღრაძესთან გაშორება მისთვის ძალიან რთულად გადასატანი აღმოჩნდა:

„ძნელია, ჩაგეხუტოს, გადაგკოცნოს, სახლიდან გავიდეს და ეს გასვლა სამუდამო წასვლა აღმოჩნდეს… ხომ უნდა გესმოდეს, რატომ წავიდა? საკუთარ თავს ვიდანაშაულებდი, ვფიქრობდი, რა შემეშალა? რა უნდა შემშლოდა, შვიდი დღის ბავშვი მეჭირა ხელში. 1996 წელს შვიდი დღის ბავშვით დავრჩი მარტო, თანაც, არა შუქი, არა გაზი… ეს შემთხვევა რომ არა, ამდენს ვერ მივაღწევდი, გამოწვევის წინაშე დავდექი. შვილი ისე უნდა გამეზარდა, დაჩაგრულად არ ეგრძნო თავი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g