წარმატებული ქართველი მოდელი, თათია ახალაია ცნობილი ბრენდის, ,,დოლჩე და გაბანას” ჩვენებაზე გამოვიდა. ახალი კოლექცია ბრენდმა მილანის მოდის კვირეულზე 23 სექტემბერს აჩვენა.
პოდიუმზე, სხვებთან ერთად, ქართველი მოდელიც გამოვიდა და შესანიშნავად გამოიყურებოდა.
,,დოლჩე და გაბანამ” 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი ნამუშევრები აჩვენა.