მომღერალი თათია კობალაძე შესაძლოა ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლად ვიხილოთ. როგორც მომღერალი სოციალურ ქსელში წერს, მა „პირველ არხს“ უკვე გაუგზავნა სიმღერა. თათია კობალაძე დარწმუნებულია, რომ თუ მისი კანდიდატურა დამტკიცდება, აღნიშნული სიმღერა წარმატებას მოუტანს საქართველოს
„მოგესალმებით ჩემოო სიყვარულებო და ჩემო ტკბილო გულშემატკივრებო
ვინც ადევნებთ თვალს ჩემს ამბებს იცით რა რთულ პერიოდსაც გავდივარ მაგრამ მორიელი რისი მორიელია თუ ფერფლიდან არ წამოდგა ხოდა სასწაული სიახლე მაქვს თქვენთვის!
ევროვიზიისთვის გავუგზავნე სიმღერა პირველ არხს! სასწაული კომპოზიტორის დაწერილი ზუსტად ვიცი ეს სიმღერა უდიდეს წარმატებას მოუტანს ჩემს ქვეყანას
ნუ ამ დეტალებს მოგვიანებით გაგაგებინებთ თუ რა თქმა უნდა დამტკიცდება ჩემი კანდიდატურა ევროვიზიაზე წარდგენისთვის!
გახსოვდეთ ოცნებები სრულდება !
რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში არაფერმა შეგაშინოთ! არ დაეცეთ ან თუ დავარდებით წამოდექით და სიამაყით განაგრძეთ სვლა წარმატებისკენ!
ცხოვრება წუთისოფელია, არავინ ვიცით ვის რა გველოდება ამიტომ გიყვარდეთ ერთმანეთი!
ჯანმრთელად და კარგად მაშინ ვარ როცა ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ! საიდუმლო იმისა რომ მე პოზიტიურად ვარ განწყობილი ყველაფრის მიმართ არის სურვილი სულ სულ ვიდგე დიდ სცენებზე!“, – წერს თათია კობალაძე.
მოგესალმებით ჩემოოო სიყვარულებო და ჩემო ტკბილო გულშემატკივრებო🤍 ვინც ადევნებთ თვალს ჩემს ამბებს იცით რა რთულ პერიოდსაც…
Posted by Tatia Kobaladze on კვირა, 26 იანვარი, 2025