LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია შარანგია: „არასწორია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგორებული ბულინგი.. თავისი პოზიცია დააფიქსირა და არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს, ის მეტად ევროპელია, ვიდრე ბევრი „კლავიატურის ლომი“

667
თათია შარანგია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებზე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, სოციალური ქსელების მეშვეობით სპორტის სხვადასხვა სახეობის არაერთი წარმომადგენელი გამოეხმაურა. სპორტსმენები სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებზე აქციების ფოტოებს აქვეყნებენ და ევროინტეგრაციის მხარდამჭერ გზავნილებს აჟღერებენ.

ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილი წერს, რომ ისინი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერას და მისგან პოზიციის დაფიქსირებას ელიან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პიანისტი და ტელეწამყვანი „ფეისბუკში“ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „ბულინგი არასწორია“.

„ჩემი აზრით, არასწორია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგორებული ბულინგი. 23 წლის ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც მრავალჯერ გვასახელა ქართველები და ასეც გააგრძელებს.

მან დააფიქსირა თავისი პოზიცია და არ მგონია აუცილებელი, ყოველდღე რადიკალური სტატუსები წეროს. ის მეტად ევროპელია, ვიდრე ბევრი „კლავიატურის ლომი“, – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

„დიდი ბულინგი მიმდინარეობს სპორტსმენებზე, ძალიან ბევრი ვეცადე ამერიდებინა მათთვის ეს ზეწოლა – საქართველოში თურმე მიუღებელია რაღაც და გერმანიაში, საფრანგეთსა და ამერიკაში დასაშვებია“ – ყაველაშვილი

ჩემი აზრით არასწორია ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აგორებული ბულინგი. 23 წლის ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც მრავალჯერ…

Posted by Tati Sharangia-Toradze on პარასკევი, 03 მაისი, 2024

ბუდუ ზივზივაძე: „ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა … არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს”

„არა რუსეთს” – ფეხბურთელების პროტესტს ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კაპიტანი, ჯაბა კანკავაც შეუერთდა

გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი: „დიდება და თავისუფლება საქართველოს და არა ძალადობას… არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია, მე ვარ საქართველო”

„მიჭირს და რთულია ვუყურო, როგორ უპირისპირდებიან ჩემს თანამოქალაქეებს … გაიწვიეთ ეს კანონი და კვლავ ისევ ერთიანად გავაგრძელოთ ცხოვრება”- გიორგი ჩაკვეტაძე

„ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა დუმილი დანაშაულია – არა რუსეთს! არა ძალადობას”- გიორგი ქვილითაია