თათია შარანგია სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ ყველას მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით აქვს კითხვები, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ სურს.
„მივხვდი, რომ ჩემ მიმართ კითხვები, ძირითადად, ეხება ერთსა და იმავე საკითხს, რომელზეც არ მსურს საუბარი. ნუ ჩათვლით, რომ უყურადღებოდ გტოვებთ. ჰყველა კითხვას ვცემ პასუხს და თანაც, სიხარულით. რაც არ ეხება ჩემს წარსულ ურთიერთობებს. და კიდევ გავიმეორებ, რომ ამ ეტაპზე ჩემი პირადი – ჩემი საუკეთესო შვილებია, საკუთარი თავის მიმართ სიყვარულზე, მასზე ზრუნვა და განვითარება.

მადლობა სამყაროს წარსულისთვის. ბევრი ლამაზი ეპიზოდისთვის, ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის, რომელმაც გამზარდა და ჩამომაყალიბა. მჯერა, ყველაფერი საუკეტესო წინ არის. ბედნიერების დროა…“
„შენი ადამიანი არსად მიდის, გულწრფელ მეგობართან რაც არ უნდა მოხდეს მაინც ბრუნდები“ – ნანუკა გულუა