LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თათიას გენეტიკური ტესტის პასუხი მოვიდა და გაიგო, რომ ჰყავს 5 წლით უფროსი და, რომელიც თბილისში გაიზარდა – ვერცერთი წარმოიდგენდა, რომ სხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა ოჯახი საქართველოში იშვილებდა და ისინი ერთ ქვეყანაში გაიზრდებოდნენ“ – თამუნა მუსერიძე მორიგ ემოციურ ინფორმაციას ავრცელებს

2522
თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი, სოციალური პროექტის „ვეძებ“ ავტორი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

თამუნა მუსერიძე წერს, რომ ახლახან, გენეტიკური ტესტის მეშვეობით, ერთმანეთი იპოვეს დებმა, რომლებიც 1972 და 1977 წლებში სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ქართულმა ოჯახმა იშვილა და საქართველოში ჩამოიყვანა.

„ხალხო, შოკი ისტორია – 1972 წელს, ვილნიუსის ბავშვთა სახლიდან თბილისში ნინო აღმზრდელმა ოჯახმა ჩამოიყვანა. 5 წლის მერე კი თათია, მეორე ოჯახმა ტალინში იშვილა და აგრეთვე თბილისში ჩამოიყვანა. საბედნიეროდ ორივეს საოცარი აღმზრდელი მშობლები შეხვდნენ.

გუშინ თათიას გენეტიკური ტესტის პასუხი მოვიდა და ასე გაიგო, რომ ჰყავს 5 წლით უფროსი და, რომელიც თბილისში გაიზარდა. ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა, რომ სხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ოჯახი დედმამიშვილს საქართველოში იშვილებდა და ისინი ერთ ქვეყანაში გაიზრდებოდნენ.

საოცრებებს ახდენს ჩვენი ტესტი, ხალხო, და აუცილებლად გაიკეთეთ, რა.

p.s. აქვე ჩავამატებ, რომ თათია ოჯახში მესამე შვილია. აღმზრდელებს ორი ბიოლოგიური ბიჭის მერე, გოგოს ყოლის უდიდესმა სურვილმა გადაადგმევინა ეს მადლიანი ნაბიჯი“, – წერს თამუნა მუსერიძე „ფეისბუკის“ ჯგუფში „ვეძებ“.

ვიდეო: სამტრედიის სამშობიაროდან მოპარულმა სოფიომ ბიოლოგიური ოჯახი 50 წლის შემდეგ იპოვა

ვიდეო: რა უნდა იცოდეთ, თუ ბიოლოგიურ მშობლებს ან შვილს ეძებთ – თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

🥰🥰🥰🥰

Posted by Tamuna Museridze on ოთხშაბათი, 02 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g