ქართველი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ტურნირზე გრიგალაშვილმა ფინალში ნიდერლანდელი მეტოქე, ფრანკ დე ვიტი 44 წამში, იპონით დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ კარიერის განმავლობაში, ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა. წინა შემთხვევებში მან ოქროს მედალი 2020 და 2022 წლებში მოიგო.