LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათული ედიშერაშვილი: „ჩემი ქმარი არანორმალური მოთმინების მქონე ადამიანია, აბსოლუტურად ესმის ჩემი სამუშო რეჟიმის…“

1231
თათული ედიშერაშვილი

მსახიობი თათული ედიშერაშვილი ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, რომ პროფესიაშიც და პირად ცხოვრებაშიც ბედნიერია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ორ სფეროში რთული პერიოდები არ ჰქონია: „როდესაც პრობლემებია კარიერაში ან გარკვეული დრამები – პირად ცხოვრებაში, ვცდილობ, არ გავბოროტდე“, ამბობს თათული.

„ის, რომ პირადშიც და კარიერაშიც წარმატებული ვარ, ძალიან დიდი დამსახურებაა ჩემი მეუღლის, რომელიც არანორმალური მოთმინების მქონე ადამიანია. მას ძალიან კარგად შეუძლია გაიგოს ის, რომ ერთი თვის განმავლობაში დილის ექვსზე ვბრუნდებოდე გადაღებიდან სახლში. არასდროს დამისვამს კითხვებს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ჩემს პროფესიაში ჩართული და სხვა საქმეს აკეთებს, აბსოლუტურად ესმის ჩემი სამუშაო რეჟიმის. ერთხელაც არ შეუქმნია ჩემთვის დისკომფორტი და ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემი დიდი გულშემატკივარია. ეს ძალიან დიდ ძალას და თავდაჯერებულობას მაძლევს ჩემს პროფესიაში…“

თათული ედიშერაშვილი: „რუსი ლტოლვილი არ არსებობს! შეზღუდეთ მათი საქართველოში შემოსვლა!“

“გადასარევად ვგრძნობ თავს და თუ გამოგადგებათ ეს ამბავი იმისთვის, რომ მშვიდათ მიიღოთ ნანატრი აცრა, კარგი იქნება” – რას წერს მსახიობი აცრის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g