LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TAV Georgia ტაქსის კომპანიებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსით მომსახურების სერვისის გაწევაზე განაცხადების მიღებას იწყებს

111
აეროპორტის ტაქსი

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „TAV Georgia“ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისადმი „TAV Georgia“-ს სავალდებულო მოთხოვნებია:

სატრანსპორტო საშუალებების შესახებ:

  • ავტომობილები უნდა იყოს ახალი (არანაკლებ 2016 წლის გამოშვების), კომფორტული, სუფთა, ტექნიკურად გამართული და მათ უნდა უზრუნველყონ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა;
  • ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ტაქსომეტრით;
  • აეროპორტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 30 ავტომობილის განთავსება;
  • ავტომობილები უნდა იყოს ერთი ფერის, მათზე დატანილი კომპანიის ლოგოთი და წარწერით „აეროპორტის ტაქსი“;
  • ავტომობილების საბარგული გათვალისწინებული უნდა იყოს დიდგაბარიტიანი ბარგისათვის (მაგალითად, 3 ერთეული 30 კგ-იანი ზომის ჩემოდნის ან ჯამურად ანალოგიური ზომის ბარგისათვის);
  • მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს მცირეწლოვანი ბავშვის სავარძლით;
  • ავტომობილებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბანკის ტერმინალით ანაზღაურების შესაძლებლობა. მგზავრის მხრიდან ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ მძღოლმა უნდა გასცეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

მძღოლების შესახებ:

  • მძღოლები უნდა იყვნენ შემოსილნი უნიფორმით, მათ შორის ჰალსტუხით;
  • მძღოლები უნდა იყვნენ პროფესიონალი, ყურადღებიანი, მოწესრიგებული, მგზავრზე ორიენტირებული.

ზოგადი მოთხოვნები:

  • უზრუნველყოფილი უნდა იყოს აეროპორტის შენობაში კომპანიის ერთი პასუხისმგებელი პირის მუდმივად ყოფნა;
  • მგზავრის გადაყვანა აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით უნდა მოხდეს წინასწარ დადგენილი და შეთანხმებული ფიქსირებული ტარიფებით (ქალაქის ცენტრამდე და სხვა უბნებში) ან ტაქსომეტრით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა განაცხადები 25 ნოემბრის 17:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g