LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავად არ ჰყავს მანქანა, ცოლი კი მილიონერია, იყო მასწავლებელი, მუშაობდა სასწრაფო დახმარების სამსახურში – გონჩარენკო, პოლიტიკოსი დედის გვარით

1582
Untitled design (29)

უკრაინელი პოლიტიკოსი, რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოში ბოლო დროს ძალიან აქტუალურია. მის შესახებ აზრი ორადაა გაყოფილი.ზოგი ამბობს, რომ ის უკრაინის პატრიოტი დამცველია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლების მის წარსულს არ ივიწყებენ და ამბობენ, რომ ადამიანი, ვინც ერთ დროს უკრაინაში რუსული პოლიტიკის აქტიური გამტარებელი იყო, არ შეიძლება შეცვლილიყო.

მისი ბიოგრაფია მართლაც მრავალფეროვანია.

ალექსეი გონჩარენკო დაიბადა 1980 წლის 16 სექტემბერს ოდესაში. სამი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები დაშორდნენ. ამ დროიდან ის დედის გვარზეა. ჰყავს ორი და.

დედამისი მარინა  გონჩარენკო ოდესის პორტში მუშაობდა. შემდეგ საზღვაო პორტის მუზეუმში. შემდეგ იყო მასწავლებელი.

მამა, ალექსი კოსტუსევი – ოდესის ყოფილი მერია.

გონჩარენკო 14 წლის იყო, როდესაც საბავშვო  ბაღში მასწავლებლად მუშაობა დაიწყო.  საფრანგეთის ბულვარზე მდებარე საბავშვო ბაღში პატარებს ინგლისურს ასწავლიდა.

1999-დან 2001 წლამდე მუშაობდა სასწრაფო დახმარების სამსახურში. ამ გამოცდილებას აქტიურად იხსენებდნენ, როდესაც რამდენიმე  წლის წინ მის კანდიდატურას  ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე განიხილავდნენ.

ამ პერიოდში ის ოდესის სამედიცინო სასწავლებელში სწავლობდა, რომელიც 2002 წელს წარმატებით დაასრულა.

2002-2005 წლებში სწავლობდა მოსკოვში მდებარე რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებულ სახალხო ეკონომიკის აკადემიაში, სადაც მიიღო მეორე უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ფინანსური მენეჯმენტის განხრით.

2001 წელს გონჩარენკომ პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები გადადგა.

აირჩიეს უკრაინის მწვანეთა პარტიის ოდესის რეგიონალური ფილიალის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად. 2002 წელს, 21 წლის ასაკში, მან პირველად იყარა კენჭი ოდესის საქალაქო საბჭოში ერთ-ერთი რაიონისთვის, მაგრამ უშედეგოდ…

2006 წელს გახდა ჯონ სმიტის ფონდის პროგრამის წევრი, რომლის ფარგლებშიც გაიარა ერთთვიანი სტაჟირება გაერთიანებულ სამეფოში.

2007 წელს აირჩიეს ოდესის ქალაქის მართვის სტრუქტურის სრულყოფის კომისიის თავმჯდომარედ, ეს თანამდებობა მას  2008 წლის დეკემბრამდე ეკავა.

ამ დროს ის აქტიურად იცავდა რუსულენოვან პოლიტიკას ოდესის რეგიონში – ამბობდა, რომ  იცავდა ვითომ დაუცველი რუსული ენისა და რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს, ეწინააღმდეგებოდა უცხოური ფილმების უკრაინულ დუბლირებას.

 

 

2010 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე კენჭს იყრიდა ოდესის საოლქო საბჭოს კენჭისყრაში, როგორც რეგიონების პარტიის შემადგენლობაში, სიაში მეორე იყო. კონკურენტებს 57 ათასი ხმით მოუგო.

2010 წლის ნოემბერში ოდესის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

2012 წლის 7 აგვისტოს დარეგისტრირდა უკრაინის სახალხო დეპუტატობის კანდიდატად 133-ე მაჟორიტარულ ოლქში ოდესის კიევის ოლქში.. არჩევნები წააგო.

2014 წლის თებერვალში, ევრომაიდანზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, ოლექსი გონჩარენკომ დატოვა რეგიონების პარტია და გადადგა ოდესის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტიდან.

 

 

ის იყო საპრეზიდენტო კანდიდატის პეტრო პოროშენკოს რწმუნებული.

2014 წლის 26 ოქტომბერს უზენაესი რადას არჩევნებში იგი აირჩიეს სახალხო დეპუტატად პეტრო პოროშენკოს ბლოკის პარტიის სიით.

მის ბიოგრაფიაში არის ერთი უცნაური გაუჩინარება:

2017 წლის 23 თებერვალს ცნობილი გახდა გონჩარენკოს გაუჩინარების შესახებ. მისი გატაცების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ოდესის ოლქის პროკურატურამ და უკრაინის  გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ. მომხდარზე წერდა BBC.

 

 

რამდენიმე საათის შემდეგ გონჩარენკო იპოვეს და თქვა, რომ გატაცება დადგმული იყო.

2019 წლის 21 აგვისტოში ის გახდა ევროპული სოლიდარობის ფრაქციის წევრი.

ის დაქორწინებულია. მეუღლესთან, ოლგა იაროსლოვნასთან ერთად სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა.

წყვილს ყავს ორი ბიჭი  – ალექსი და კირილი.

 

 

გონჩარენკოს ქონება შთამბეჭდავად გამოიყურება, უფრო სწორედ, მისი მეუღლის.

2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით თავად ალექსეის არ ჰყავს არც ავტომობილი და არც ძვირფასი ნივთები. მაგრამ მისმა მეუღლემ ოლგა გონჩარენკომ, რომელიც ბიზნესმენია, 2020 წელს 4 მილიონ 983 ათასი გრივნა გამოიმუშავა.

დეკლარაციაში ასევე მითითებულია, რომ ოლგას აქვს 1 მილიონი გრივნა და 445 ათასი დოლარი ნაღდი ფული.

ამ დროს ალექსეი გონჩარენკოს ანგარიშზე მხოლოდ 50 ათასამდე გრივნა ირიცხებოდა.

ალექსეი და ოლგა გონჩარენკოს აქვთ ერთოთახიანი ბინა ოდესაში და ერთოთახიანი ბინა ნიკოლაევში. კიევში კი რამდენიმე წლის განმავლობაში ბინა იჯარით ჰქონდათ აღებული.

როგორც პოლიტიკოსი აცხადებს, მას ცხოვრებაში მხოლოდ სამი ჰობი აქვს – მუსიკა, ზღვა და სირბილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g