LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გამრუდებული გაქვთ ფასეულობები” – კვიციანის ინიციატივის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

89
parlamenti4

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სადაც კანონებიდან ტერმინების “სექსუალური ორიენტაციისა“ და “გენდერული იდენტობის“ ამოღების საკითხზე მსჯელობენ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა კანონპროექტის ინიციატორს, ემზად კვიციანს ეთიკის დაცვისკენ მოუწოდა და მიკროფონი გაუთიშა.

ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრს დისკრიმინაციული გამოსვლა არ უნდა ჰქონდეს, ხოლო ემზარ კვიციანის ინიციატივას დისკრიმინაციული უწოდა.

„სცადეთ მაინც ცოტა ეთიკურად გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები თქვენს ინიციატივასთან დაკავშირებით, “ – მიმართა ჩუგოშვილმა ემზარ კვიციანს.

ჩუგოშვილი კრიტიკა ემზარ კვიციანის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ უწმინდესის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო უკანონობის დაკანონება, უკანონობის დაკანონება კი არის ცოდვა და ამას არც ერთი მორწმუნე არ მიიღებდა.

ჩუგოშვილის კრიტიკის საპასუხოდ, ადა მარშანიამ განაცხადა, რომ ის თავად აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ ადამიანებს, რომლებიც “ამ სასიცოცხლო და აქტუალურ თემაზე მსჯელობს აქ  და თავის აზრს აფიქსირებს.”

“სრული შთაბეჭდილება იქმნება, რომ გამრუდებული გაქვთ თქვენ ფასეულობები,”- განაცხადა ადა მარშანიამ.

საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც  პარლამენტს  ემზარ კვიციანმა წარუდგინა, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ინიციატივა კანონებიდან ტერმინების “სექსუალური ორიენტაციისა“ და “გენდერული იდენტობის“ ამოღებას ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები