თავდაცვის ძალები ბერდიანსკის და მელიტოპოლის მიმართულებით წინ მიიწევენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
„ჩვენს ჯარს მტერი ძლიერად ეწინააღმდეგება, მაგრამ ჩვენი ძლიერი სურვილი და დაუღალავი ბრძოლა ქმნის პირობებს სწრაფი წინსვლისთვის“, – წერს მალიარი „ტელეგრამზე“.
მისივე თქმით, მტერი წინ მიიწევს რამდენიმე მიმართულებით – ავდეევსკის, მარიინსკისა და ლიმანსკის მიმართულებით.
„მიდის სასტიკი ბრძოლები. მტერი უტევს ბელოგოროვკას, სერებრიანკას. სიტუაცია საკმაოდ რთულია”, – განაცხადა მალიარმა.