თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დედოფლისწყაროში ჩავიდა. მინისტრი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში დაშავებული სამხედროების მონახულებასაც გეგმავს.
კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარედ, თავდაცვის სამინისტროს კუთნილი ”კამაზის” მარკის ავტომანქანა ამოტრიალდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ჯარისკაცი გარდაიცვალა, დანარჩენები დაშავდნენ.