LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზებას

101
241839612-564489918193631-3712520372601447287-n (1)

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზებას“, – ასე ეხმაურება  თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-მიმართვას, სადაც იგი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს განადგურებული, სუსტი საქართველო სურს, ჯარი კი არაფერში სჭირდება.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სიცრუე და აბსურდია თითქოს სამხედროებისთვის ბინების გადაცემა ნეპოტიზმის პრინციპით მოხდა.

თავდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს მისი ხელისუფლების დროს, სამხედროების წინაშე ჯერ კიდევ 2007 წელს აღებული ვალდებულება შეახსენა, რომლის აღსრულება და სამხედროების ბინებით დაკმაყოფილება, მინისტრის თქმით, სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდა.

ბურჭულაძის თქმით, ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების, აღჭურვილობის, სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით  გადადგმული ნაბიჯები ნატო-ს სტანდარტების შესაბამისია.

„რაც შეეხება საერთაშორისო სწავლებებს, ის მონაწილეთა რაოდენობით უპრეცედენტო და მასშტაბურია. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს და მომზადების მაღალ დონეს კი, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც ადასტურებს“, – განაცხადა მინისტრმა.

სააკაშვილის მიმართვა სამხედროებს: “თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით, მას აქვს ასეთი ტაქტიკა, რომ საქართველოს ჯარი არ სჭირდება”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g