LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლონდონში Invictus Games 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

608
პაატა პატიაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გაერთიანებულ სამეფოში „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) ათი წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პაატა პატიაშვილმა ლონდონში ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა, სადაც დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და მხარდაჭერის გაუმჯობესების, თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები და „ძლიერთა თამაშების ფონდის“ შემდეგი 10 წლის განვითარების გეგმა განიხილეს.

„ლონდონში ვიზიტის ფარგლებში პაატა პატიაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა სასექსის ჰერცოგთან პრინც ჰარისთან, რომლის პატრონაჟითაც „ძლიერთა თამაშები” მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.

მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა, Invictus Games Foundation-ისა და Fisher House Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორებს დომინიკ რიდს და კენ ფიშერს.

ორმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო პერსპექტივებზე, პარასპორტის განვითარებაში ხელშეწყობასა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სპორტული აღჭურვილობით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მხარდაჭერა წარმოადგენს, მათ შორის, დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების რეაბილიტაციას და რესოციალიზაციას განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები „ძლიერთ თამაშებში“ 2014 წლიდან სისტემატიურად იღებენ მონაწილეობას, რაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g