საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი დაესწრნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
