LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო: „ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადას სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ“

120
„ერთი დღე ჯარში“

„პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადას ქუთაისის მე-11 და მე-17 საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ“, – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხონის სახედრო ბაზაზე ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ.

პროექტის ფარგლებში სამხედრო ქვედანაყოფმა ამჯერად იმ სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა, სადაც საგანმანათლებლო საპილოტე პროექტი „სამხედრო საქმე“ ისწავლება. 

„ბავშვები ხონის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, სამხედროების საცხოვრებელ პირობებს, ჯარისკაცის ეკიპირებას, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას გაეცნენ და სამხედროებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხებიც მიიღეს. მოსწავლეების განსაკუთრებული ყურადღება სიმულაციურმა ცენტრმა მიიპყრო, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ საბრძოლო მოქმედებების სიმულაციას დაკვირვებოდნენ.

მოსწავლეებმა ღონისძიების დასასრულს ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. 

თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალებისადმი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g