LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო: მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და სოციალურ მედიაში ინფორმაციის გამავრცელებელ პირებს, რომ ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს

194
foto

ცალკეული პირების მიერ სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაციები, სადაც მისი შინაარსის გასამყარებლად იყენებენ თავდაცვის ძალების ერთ ერთეულ სამხედრო ტექნიკის ფოტოებს და ვიდეოს, რომელიც გარემონტების შემდეგ გადააქვთ სამხედრო ბაზაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყება ცალკეულ მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რომ ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს:

“ცალკეული პირების მიერ სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაციები, სადაც მისი შინაარსის გასამყარებლად იყენებენ თავდაცვის ძალების ერთ ერთეულ სამხედრო ტექნიკის ფოტოებს და ვიდეოს, რომელიც გარემონტების შემდეგ გადააქვთ სამხედრო ბაზაზე.

მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და სოციალურ მედიაში ინფორმაციის გამავრცელებელ პირებს, რომ ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ დამატებითი დაძაბულობის შემტანია საზოგადოებაში მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

საზოგადოების ინტერესი არ უნდა გახდეს უსაფუძვლო პანიკისა და ამ ფორმით ყურადღების მიქცევის საშუალება, რადგან ეს აზარალებს საზოგადოებასა და მის ინტერესებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g