LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო სამხედროებისთვის ბინების გადაცემას 2020 წლისთვის დაასრულებს

235
229701667

თავდაცვის სამინისტრო ეხმაურება კრიტიკას, რომელიც სამხედროებისთვის ბინების გადაცემის პროცესის გაჭიანურების გამო დაიმსახურა.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება სამხედროებისთვის ბინების გადაცემის ვალდებულებას ეტაპობრივად ასრულებს.

უწყების ცნობით, 2020 წელს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს.

„თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსხახურს ბინების გაცემის პროცესთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ 2007 წელს უწყების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება 2013 წელს დაიწყო და დღემდე, 1634 ოჯახის ბინით უზრუნველყოფა მოხდა.

დარჩენილია 728 სამხედრო მოსამსახურის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულება. უახლოეს პერიოდში დასრულდება სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები გორში, სადაც ხუთი კორპუსი, სულ 180 ბინით მზადდება. ამ მიზნის განსახორციელებლად, ასევე სამუშაოები დაიწყო აბაშვილის ქუჩაზე ე.წ. სამხედრო დასახლებაში, სადაც 2 ცხრა სართულიანი კორპუსი აშენდება, თითო 243 ბინით. 

2020 წელს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. 

შეგახსენებთ, აუდიტის დასკვნის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი ბინების სამსახურებრივ სარგებლობაში გადაცემის პროცესი გამჭვირვალე არ არის. დასკვნა სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები