LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრომ სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია შეიმუშავა

64

„თავდაცვის სამინისტრომ სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია შეიმუშავა,“ – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მოქმედი რეზერვის და მობილიზაციის სისტემა სერიოზულ გარდაქმნას საჭიროებს. მისივე თქმით, ახალი სისტემა, რომელიც შეიმუშავეს, საქართველოს მოქალაქეს საშუალებას აძლევს, რეზერვში ყოფნის პარალელურად, სამოქალაქო საქმიანობას არ მოწყდეს.

„ახალი კონცეფცია, რომელიც არის შემუშავებული, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული ახალი კონცეფციის მიხედვით, ეს არის – ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი.

“ჩვენ ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ თავისი ადგილი ამ სისტემაში ისე მოძებნოს, რომ ის არ მოწყდეს სამოქალაქო აქტივობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი,” – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ განხილვებში, პარლამენტის გარდა, ასევე ჩაერთვებიან ამ მიმართულების ექსპერტები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g