LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრემიერის მრჩევლად ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა

64
Untitled design (4)

პრემიერ-მინისტრს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს – აღნიშნულ თანამდებობას ირაკლი სესიაშვილი დაიკავებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავდაცვა და უსაფრთხოება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სფეროებია და ირაკლი სესიაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

აქვს, როგორც კერძო და არასამთავრობო სექტორში, ისე – აკადემიურ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. მას, სხვადასხვა სპეციალობით, უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგისა და ბამბერგის უნივერსიტეტებში, არის ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის უსაფრთხოების კვლევის მაგისტრი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები