18 წლის კილიან მბაპეს გარშემო ატეხილმა აურზაურმა სატრანსფერო ბაზარი მორიგ გაუგებრობაში გახვია. ათეულობით მილიონის გადახდა ნიჭიერ ნორჩ ფეხბურთელში, მაინც ერთგვარი რისკია. გაამართლებს თუ არა პსჟ-ს ახალწვეული ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ მასში ასტრონომიული თანხაა გადახდილი.
აქ სხვა ცნობილი ფორვარდები ვნახოთ, რომელთა გადასაბირებლად მილიონები არ დაიშურეს, თუმცა მერე დიდად არ გაუმართლეს.
ფერნანდო ტორესი – ”ლივერპულიდან” ”ჩელსიში” 59 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
საერთო ჯამში 182 მატჩი და მხოლოდ 48 გოლი.
კრისტიან ბენტეკე – ”ასტონ ვილადან” ”ლივერპულში” 47 მლნ ევროდ გადავიდა.
შედეგი: 10 გოლი 42 მატჩში.
ენდი ქეროლი – „ნიუკასლიდან“ „ლივერპულში“ 41 მლნ ევროდ მივიდა.
შედეგად 11 გოლი შეაგდო 58 მატჩში ყველა ტურნირის ჩათვლით.
რობერტო სოლდადო – ”ტოტენჰემმა” ”ვალენსიიდან” 30 მლნ ევროდ შეიძინა.
76 მატჩში თავი მხოლოდ 16-ჯერ გამოიჩინა.
მარიო ბალოტელი – ”ინტერიდან” ”მანჩესტერ სიტიში” 30 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
მოურჯულებელმა კლუბის მაისურით ჩატარებულ 80 მატჩში მხოლოდ 30 გოლი გაიტანა.
ალვარო ნეგრედო – მის სანაცვლოდ ”ვალენსიამ” ”მანჩესტერ სიტის” 28 მლნ ევრო გადაუხადა.
78 მატჩის შემდეგ მის ანგარიშზე მხოლოდ 18 გატანილი გოლი იყო.
სტევან იოვეტიჩი – ”მანჩესტერ სიტიმ” ”ფიორენტინადან” 29 მლნ ევროდ იყიდა.
ფეხბურთელმა 44 მატჩში მხოლოდ 11-ჯერ აიღო მეტოქის კარი.