LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმა 77 წლის ქალზე – რა მოხდა ხობში

209
პოლიცია-2

ხობში მხოვრებ 77 წლის ქალს თავს დაესხნენ, რომელსაც ექიმების ცნობით, ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს. დაშავებულ ქალს გადაუდებელი ოპერაცია ქუთაისის მედიცინის ცენტრში უკვე ჩაუტარდა.

კლინიკის ინფორმაციით, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, გუშინ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მამაკაცი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, რა დროსაც მეზობელ სახლში შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან სახლში მყოფ ქალს დაზიანებები მიაყენა. მეზობლების ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ის მალევე დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g