კიდევ ერთი თავდასხმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე.
როგორც „ფორტუნას“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ავღანეთში, სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ქართველი სამხედრო მსუბუქად დაშავდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდაცვის სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადების გავრცელებასაც გეგმავს.