თავდასხმა პაკისტანში – თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტური ტაძრის შესასვლელში თავი აიფეთქა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე 18 ადამიანი. 30-ზე მეტი დაშავებული ადგილობროივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ტერორისტი სამლოცველოს შიგნით შესვლას ცდილობდა. მისი შეჩერება პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს. ტაძარში აფეთქების დროს რელიგიური ცერემონია მიმდინარეობდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.