„თავდასხმის დროს ავტომობილის მძღოლი ცდილობდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დასჯახებოდა“, – ამის შესახებ ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ენ კირკპატრიკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მამაკაცი, რომელიც პიკაპს მართავდა ბურბონის ქუჩაზე ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა და ეს წინასწარგანზრახული საქციელი იყო. ეს კაცი ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის დაერტყა“, – განაცხადა ნიუ ორლეანის პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, თავდამსხმელმა ორ პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციას თავდამსხმელის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა NBC News-ის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
აშშ-ში, ნიუ ორლეანში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაიღუპა 10 და დაშავდა 30 ადამიანი