LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმის საფრთხის გამო, ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს – “ისლამური სახელმწიფო” რამდენიმე ქვეყნის სტადიონს ემუქრება

197
Capture

„ისლამური სახელმწიფოს” მუქარის გამო ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.

ტერორისტული დაჯგუფების მხარდამჭერ მედიაში გავრცელდა რამდენიმე პოსტერი, რომელიც იმ სტადიონებზე თავდასხმისკენ მოწოდებებს შეიცავდა, სადაც მიმდინარე სამშაბათსა და ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური თამაშები გაიმართება.

სამშაბათს და ოთხშაბათს თამაშები გაიმართება ლონდონში, მადრიდსა და პარიზში. სამივე ქვეყნის ხელისუფლება ღონისძიების დროს უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავს.

როგორც უეფა-ში განაცხადეს, ისინი მუქარების შესახებ ინფორმირებულები არიან, თუმცა სამივე მატჩი გეგმის მიხედვით ჩატარდება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები