ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში გიორგი გიგაშვილის მიერ შესრულებულ ერთ-ერთ კომპოზიციას აქვეყნებს და წერს, რომ გიორგი უნიჭიერესი ადამიანია, რომლის შესრულებაც „კოსმოსში ამოგზაურებს“.
„მეგობრის კედელზე გადავაწყდი გუშინ და გავყევი ვიდეოს და გავყევი, გავყევი, გავეკიდე ყველგან. ორი დღეა, ყოველ თავისუფალ დროს აკვიატებით ვუსმენ. ყველაფერს ვუსმენ, როცა მეგობრებთან ერთად მღერის, როცა მეგობრებისთვის უკრავს და როცა ყველაზე სერიოზულ მუსიკას უკრავს. ხოდა ჩემს არაპროფესიონალურ სენსორებს მხოლოდ გრძნობა შეუძლია, ანალიზის გარეშე და ეს გრძნობა როცა მოდის, მისი ზემოქმედების ძალისგან იმაზე მეტს “ვიგებ”, ვიდრე პროფესიონალის შეფასება იქნებოდა, რადგან ის, რაც ყველა კრიტიკის მიღმაა, მხოლოდ ჩემსავით გულუბრყვილო მსმენელს შეუძლია იგრძნოს, დაუნაწევრებლად, მთლიანად. გამიყოლა და ვმოგზაურობ კოსმოსშიც და ჩემს თავშიც და იმას ვაგნებ, რასაც რამდენიმე თვეა ვუზივარ და მთავარი საიდუმლოს კარზე უშედეგოდ ვაკაკუნებდი. რაც შემეძლო მეთქვა, აგერ კომენტარში დაუწერია მისთვის ვიღაცას: “Brilliant mind, unbridled imagination. So rarely one can here something deeply unique at a competition”.
თავიდან ბოლომდე ნიჭია, მუსიკა არასდროს გვიჭირდა, მაგრამ ვარსკვლავიცაა და ვარსკვლავიც. მოკლედ თანდათან ყველა ტერიტორიაზე გადავსხით დესანტი“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.
„სენსაციური მუსიკოსები“ – გიორგი გიგაშვილი Classic FM-მა 30 საუკეთესო მუსიკოსს შორის დაასახელა
მეგობრის კედელზე გადავაწყდი გუშინ და გავყევი ვიდეოს და გავყევი, გავყევი, გავეკიდე ყველგან. ორი დღეა, ყოველ თავისუფალ…
Posted by Natia Panjikidze on Thursday, July 20, 2023