LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავიდან ცუდად დაიწყო ყველაფერი, თუმცა, შემდეგ საერთო ენა გამოვნახეთ“ – რამ გააერთიანა ანჯელინა ჯოლი და ჰალი ბერი

287
page

როგორც ცნობილია ანჯელინა ჯოლი და ჰალი ბერი Warner Bros-ის ახალ მძაფრსიუჟეტიან ფილმზე Maud vs Mod მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ მსახიობები პროდიუსერების როლსაც თავად ირგებენ. 47 წლის ჯოლისა და 56 წლის ბერის დიდ ეკრანზე ერთად პირველად ვიხილავთ. ფილმის რეჟისორი როზანა ლიანგია,  სცენარის ავტორი კი სკოტ მოსიერი.

პირველად დიდ ეკრანზე – ანჯელინა ჯოლი და ჰალი ბერი მკაცრად გასაიდუმლოებულ პროექტზე მუშაობენ

ახლახან ჰალი ბერიმ Variety-თან ინტერვიუში ანჯელინა ჯოლისთან თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მცირე გაუგებრობებს ჰქონდა ადგილი, საბოლოოდ მას ძალიან დაუახლოვდა.

თუ რა გახდა მათი შელაპარაკების მიზეზი, მსახიობს არ უხსენებია, თუმცა, ის აღნიშნა, რომ ჯოლისთან ყოფილებზე და სკანდალურ განქორწინებებზე ბევრს საუბრობდა.

„თავიდან პატარა გაუგებრობები იყო, თუმცა, შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ იმდენი საერთო აღმოგვაჩნდა. ბევრს ვსაუბრობთ წარსულ ურთიერთობებზე და განქორწინებებზე“,- აცხადებს ბერი.

ცნობისთვის, ჰალი ბერი ექს-მეუღლეს, ოლივიე მარტინეს 8 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ ბოლოს და ბოლოს, ოფიციალურად წელს გაეყარა. ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სასამართლო დავა კვლავ მიმდინარეობს.

ჰალი ბერი ყოფილ მეუღლეს ყოველთვიურად 8,000 დოლრას გადაუხდის – 8 წლიანი სასამართლო პროცესების შემდეგ, ბერი მესამე მეუღლეს დაშორდა

ბრეტ პიტი ანჯელინა ჯოლის გაჩუმებას აიძულებს, რა თანხაზეა საუბარი? – უახლესი დეტალები „ბრანჯელინას“ ომის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები