ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის შეუღლებაზე იტალიური მედია წერს.
ნაპოლის თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელია თავის ნიცაზე იქორწინა. წერს იტალიური მედია და ჯვრისწერის ცერემონიიდან ფოტოებს აქვეყნებს.
„ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იქორწინა. მისი რჩეული 21 წლის სამედიცინოს სტუდენტი ნიცა თავაძეა. წყვილმა ჯვარი დაიწერა… კვარაცხელიამ მისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, დაქორწინდა თავის სიყვარულზე, რომელსაც გოლებს უძღვნის, სიმბოლოთი N“. – წერს იტალიური მედია.
ფოტო, ვიდეო: „ულამაზესი, ქართული ოჯახი“ – კადრები ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ჯვრისწერიდან
ვიდეო: ვინ დაიჭირა პატარძლის თაიგული – მორიგი კადრები ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ქორწილიდან